|
2025-09-08 14:41:59, 1398 ნახვა
სამართალი
დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი
ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე შესაძლოა ადვოკატებმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ – ის მიუთითებს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის გამოც დათაშვილი დღეს სხდომას ვერ ესწრებოდა და პროცესი 17 სექტემბრისთვის გადაიდო. „დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ: რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში გაუარესდება. ხოლო როდესაც პროკურატურამ მოითხოვა მისთვის წინასწარი პატიმრობა, ის ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი ექიმის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. მისი ინტერესია მონაწილეობა მიიღოს მისი საქმის განხილვაში“, - განაცხადა თამარ გაბოძემ. ნინო დათაშვილი ივნისში დააკავეს საჯარო მოხელეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, რაც დაკავშირებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან. 9 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. მანდატურებმა მას მოსთხოვეს, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი თქმით, მას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესვლა ეკრძალებოდა. ამის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დათაშვილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)