|
2025-09-06 11:19:43, 1863 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია. „უკვე მეორე წელია, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი ქართულ პროდუქციას ეცნობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პრესტიჟული გამოფენების სტუმრებს, რაც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და შემდგომ აქტიური სავაჭრო კავშირების დასამყარებლად. პოტენციურ პარტნიორებთან გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინებს გვიქმნის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN დასწრებისას. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს აჩინებული, შპს ჰობი, შპს ნათს ინქორფორეითიდ, შპს მეღვინეობა ჩელთი, შპს როიალ ნათსი, შპს წინანდალი პლიუსი, შპს წყალი მარგებელი და სს თელიანი ველი. კომპანიებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. 2025 წელს გამოფენაში SIAL SHENZHEN მონაწილეობა მიიღო 55,000-ზე მეტმა კომპანიამ 75-მდე ქვეყნიდან; გამოფენას წელს 70,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. აღსანიშნავია, გამოფენები „SIAL“ გარდა შენჭენისა (SHENZHEN), ტარდება პარიზში, მონრეალში, ტორონტოში, შანხაიში, ნიუ დელში, კუალა ლუმპურსა და ჯაკარტაში. საერთაშორისო გამოფენა 1-3 სექტემბერს მიმდინარეობდა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)