|
2025-08-09 10:10:26, 4150 ნახვა
კომენტარი
ფაშინიანი- TRIPP არის დაკავშირების პროექტი, რომელიც მოხსნის ბლოკადას მთელ რეგიონში
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების წინასწარი ხელმოწერა გზას გაუხსნის ქვეყნების შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას და გახსნის ახალ ეპოქას, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. ვქმნით საფუძველს, რომ წარსულის ისტორიიდან უკეთესი ისტორია დავწეროთ. ეს გარდამტეხი პროგრესი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობისა და ჩვენი რეგიონის მშვიდობისადმი მისი მტკიცე ერთგულების გარეშე. დღევანდელი დეკლარაციები, რომელთაც ხელს მოაწერს თავად პრეზიდენტი ტრამპიც, უზრუნველყოფს ნდობასა და გარანტიას, რომ სამხრეთ კავკასიაში ვხსნით მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ გვერდს. ნება მომეცით, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპებზე. განსაკუთრებით მიხარია, რომ აშშ-თან ერთად სომხეთი იმუშავებს „ტრამპის მარშრუტის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) დაკავშირების პროექტის განხორციელებაზე, რომელიც მოხსნის ბლოკადას მთელ რეგიონში. TRIPP გახსნის სტრატეგიულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანს გრძელვადიან სარგებელს. ის ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, გააძლიერებს რეგიონის დაკავშირებულობას და განამტკიცებს აშშ-ის ლიდერობას, როგორც კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელოვან მოთამაშეს. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს შუამავლობისთვის, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ შედეგის მიღწევა, რომელიც მთლიანად ცვლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. ეს სერიოზული შეთანხმებაა, ეს წარმატებაა ჩვენი ქვეყნების და რეგიონისთვის და წარმატებაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგან უფრო მშვიდი რეგიონი ნიშნავს უფრო უსაფრთხო სამყაროს. ერთი წინადადებით, ამას შეიძლება ვუწოდოთ ძალა, რომელიც მიჰყავს მშვიდობამდე“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. აშშ-ის პრეზიდენტს მიმართვისას, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დიდი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის გლობალურ ლიდერობას და ისტორიულ როლს, როგორც სახელმწიფო მოღვაწისა და მშვიდობისმყოფელის, მსოფლიო არენაზე. „მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია ხედვა, პოლიტიკური სიმამაცე და მტკიცე გადაწყვეტილება, ხოლო ყველაზე მთავარია – რწმენა საქმისადმი“, – აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)