|
2025-06-02 15:02:01, 1502 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაცია „ობობის ქსელზე“ - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს დანაკარგების განცდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ამის შესახებ ვილნიუსში, „ბუქარესტის ცხრიანისა“ და სკანდინავიური ქვეყნების სამიტზე განაცხადა. „ეს განსაკუთრებული მომენტია. ერთი მხრივ, რუსეთმა ზაფხულის შეტევა დაიწყო, მაგრამ მეორე მხრივ, ის იძულებულია დიპლომატიურ ქმედებებში ჩაერთოს. ეს არის როგორც გამოწვევა, ასევე რეალური შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის შანსი, რომ ვცადოთ ამ ომის დასრულება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ევროპასა და შეერთებულ შტატებს ერთად უკეთესი იარაღი აქვთ, ვიდრე რუსეთს. „ჩვენ ასევე გვაქვს უფრო ძლიერი ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ჩვენმა ოპერაცია „ობობის ქსელმა“ გუშინ ეს დაამტკიცა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს დანაკარგების განცდა. ეს არის ის, რაც მას დიპლომატიისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის მიერ ომში განცდილი დანაკარგები მიუთითებს, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ევროპას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უკრაინის გაძლიერება, რათა შესაძლებელი გახდეს ომის შეჩერება. „სწორედ ამიტომ არის იარაღის წარმოება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია საკუთარი იარაღის წარმოებით საკუთარი საჭიროებების 40%-მდე დაფაროს, თუმცა ამისთვის სტაბილური დაფინანსებაა საჭირო. „ჩვენი ოპერაცია აჩვენებს, თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინვესტიციას, განსაკუთრებით დრონების წარმოებაში“, - თქვა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით კი Patriot-ის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტები. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაცია „ობობის ქსელი“ ჩაატარა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავის დაზიანება მათ შორის A-50, Tu-95, Tu-22 M3 და Tu-160 ტიპის თვითმფრინავების. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოპერაცია ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. უკრაინულმა დრონებმა ერთდროულად ოთხ რუსულ სამხედრო აეროდრომს შეუტიეს : ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიასა და ივანოვოს აეროდრომებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)