|
2025-05-24 11:55:46, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის
სტამბოლში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს. „კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს ღამით რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. მათი მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)