|
2025-05-19 20:25:31, 2062 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს, დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, 25 წლის საქართველოს მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო“ მიუსაჯეს. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა. „წვრთნების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რისთვისაც 2.8 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)