|
2016-03-16 11:30:55, 1841 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქედის მუნიციპალიტეტში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა
ქედის მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციები მინისტრებმა ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. მათივე ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხარჯა 382,776 ლარი, პროგრამებით 427-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. „2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტრომა ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. პრეზენტაციას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები და რწმუნებულები ესწრებოდნენ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)