05:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 14:42:43, 1609 ნახვა

ომი უკრაინაში
ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალურია.

„ამ (კურსკის) ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვე გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია“, - წერს სირსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რიცხობრივად უპირატესი მტრის დამარცხება მხოლოდ არასტანდარტული სვლებითაა შესაძლებელი.

„კურსკის ოპერაცია ზუსტად ასეთი აღმოჩნდა. ეს მტრისთვის სიურპრიზი იყო. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია კონტრშეტევა, მტრის დამარცხება და განდევნა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა კონკრეტული სამხედრო ქვედანაყოფებისა და კონკრეტული ჯარისკაცების დამსახურებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics