|
2025-03-24 12:59:42, 25162 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრთან პარტნიორობას. ბაზისბანკის მიერ, სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ახალ სეზონზეც თეატრი ბევრ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. ბანკსა და თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. სანდრო მრევლიშვილის თეატრს, 51-ე სეზონზე უკვე დაგეგმილი აქვს თეატრის და კინოს გენიალური შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის პიესის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის „რეპეტიციის შემდეგ“ პრემიერა. წარმოდგენაში ორი არაჩვეულებრივი მსახიობი მარინა კახიანი და აკაკი ხიდაშელი მონაწილეობს. დამდგმელი რეჟისორია მიხეილ მრევლიშვილი. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრისა და ბაზისბანკის თანამშრომლობა გრძელდება და ერთგვარ ტრადიციად იქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, ამასთანავე სასიამოვნოა, რომ ბაზისბანკი არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა შემოქმედებით ორგანიზაციებსაც უჭერს მხარს. კულტურა ქმნის წარმატებულ ბიზნესს, წარმატებული ბიზნესი აძლიერებს კულტურას, ორივე ერთად კი ქმნის ჩვენს ყოფას. პირადად ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ბაზისბანკის საიმედო და კრეატიულ გუნდთან მუშაობა და წარმატებას ვუსურვებ მათ“ - აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას, გენერალური სპონსორობის ფარგლებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან წინა წლების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელმა არაერთი საინტერესო სანახაობა იხილა. ვფიქრობთ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობა ხელოვნების სფეროში ძალიან მნიშველოვანია და დარწმუნებული ვარ, ბანკისა და თეატრის თანამშრომლობა წელსაც პროდუქტიული იქნება, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს თეატრისა და ზოგადად ქართული კულტურის განვითარებას.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი, თოჯინების თეატრების გაერთიანების და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)