13:26 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 13:05:50, 1381 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესის პორტზე თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოდესის პორტში რუსული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რაკეტა მარცვლეულით დატვირთულ გემს მოხვდა, რომელიც ალჟირში მიემართებოდა.

ამის შესახებ იტყობინება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი, უკრაინის პორტების ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ფოტოებისა და ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა რუსული რაკეტა "ისკანდერით" განხორციელდა კასეტური საბრძოლო მუხტით.

სატვირთო გემი MJ Pinar ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს, მისი ოპერატორი ბერძნული კომპანიაა, წერს გამოცემა The Maritime Executive.

თავდასხმის დროს გემი ოდესის პორტში 30 ტონა მარცვლეულით დატვირთული იდგა. ეკიპაჟის ოთხი დაღუპული წევრი სირიის მოქალაქეა, დაჭრილია ერთი უკრაინის, ერთიც სირიის მოქალაქე. ეკიპაჟი სულ 12 ადამიანისგან შედგება.

გემის გარდა დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics