|
2025-03-06 18:08:36, 1284 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შესანიშნავია გადაწყვეტილება ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამის გაზრდის შესახებ. „მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს, ევროპულ საბჭოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის დაწყებისთანავე იგრძნობოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გასულ კვირას, თქვენ ჩვენ გვერდით იყავით. რა თქმა უნდა, ყველა უკრაინელისგან, ჩვენი ერისგან ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ჩვენ ამას ვგრძნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ძლიერი სიგნალები გქონდათ უკრაინელი ხალხისა და მებრძოლების, სამოქალაქო პირებისა და ჩვენი ოჯახების მიმართ. სიგნალები, რომ გაიზრდება ჩვენი წარმოება და გაიზრდება ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამა. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებებია. შესანიშნავია, რომ მარტო არ ვართ, ეს ვიცით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა მოწვევისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)