|
2025-03-06 13:21:35, 2732 ნახვა
რეგიონი
ათი ადამიანი დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ათი ადამიანის დაკავების შესახებ, საქმე ეხება 1 მარტს გაგრის რაიონში „საარჩევნო უბანზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი და „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ადგურ არძინბას ახლობლები. ხუთშაბათს ღამით შვიდი ადამიანი დააკავეს: ადამურ ფაჩალია, ბატალ ფაჩალია, ტიმურ ფაჩალია, ალხას მიკანბა, ანრი ხაგბა, ახრა ფაჩალია და საიდ არძინბა. „ასევე ამოღებულია დამნაშავეების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა“, - იუწყება Апсны.Иахьа ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მანამდე, ამ საქმეზე რაფაელ გუაზაა, იგორ ორჩუკბა და ნურიკ სმირი დააკავეს. „საარჩევნო უბანზე“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ სროლა იყო მიუსერის პოლიციის საგუშაგოსთანაც. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ადგურ არძინბას ნათესავი ნურიკ სმირი. ოპოზიციურმა Telegram-ის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა კადრები, ირწმუნებიან რომ „პოლიციელებმა, (შინაგან საქმეთა მინისტრის) რობერტ კიუტის ბრძანებით, ესროლეს მიმავალ ავტომობილს“. კიუტმა კი განაცხადა, რომ „თანამშრომლები პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში მოქმედებას მკაფიოდ არეგულირებს“ და „დამნაშავეები არჩევნების ჩაშლას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ“. გუშინ, ტელეკომპანია Россия-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენების მისაცემად რუსეთში გაემგზავრა. რუსეთში 1 მარტს სისხლის სამართლის საქმე აღიძრეს რამდენიმე - მათ შორის, ტერორიზმის მუხლით, „აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისა და დანაშაულის ფაქტებზე“. „საგამოძიებო კომიტეტში შეახსენებენ, რომ ოპოზიციონერის მხარდამჭერებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავის არიდება შეუძლიათ - ეს შეეხება მათ, ვინც ტერაქტის აღკვეთას, ორგანიზატორების და დამფინანსებლების გამოვლენას შეუწყო ხელი“, - ნათქვამია რუსული ტელეარხის სიუჟეტში.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)