|
2016-03-10 15:56:43, 2041 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ინკლუზიური სწავლების ცენტრი გაიხსნა
დღეიდან ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი იმუშავებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით მოხდება. ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდნენ. „სკოლის ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს. ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღის პირველ ნახევარში ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება, ხოლო დღის მეორე ნახევარში გადიან სახელოსნოებში სწავლებას. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას. იგეგმება სამკერვალო ჯგუფის გახსნა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განახორციელა. საკლასო ოთახებისა და სახელოსნოების გარდა მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი. ინვენტარის შეძენისთვის 40 000 ლარი გაიხარჯა. სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა. სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა.· დაწყებულია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)