15:04 - 12 Aug, 2026
|
2025-03-02 16:25:32, 3088 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54,73 % დააგროვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 54,73 % ბადრა გუნბამ დააგროვა. გუნბა ასლან ბჟანიას დროს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. გუნბას კონკურენტმა, ადგურ არძინბამ ხმების 41,54% მიიღო. სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის დროს იყო დარღვევები, თუმცა ისინი შედეგებზე არ ასახულა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრიივ მედია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ წერდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)