|
2025-03-01 10:14:26, 1140 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში
ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს რთული იქნება“. „ეს რთული იქნება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ მაშინ, როცა აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება. „ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ (უკრაინა და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი - ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. რუსეთი კი ჩვენი მტერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომის დასრულება არ გვსურს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)