|
2016-03-10 11:59:27, 880 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი: საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია
ბაკურიანში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურის სამთო მომზადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ბაკურიანში თინათინ ხიდაშელი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრსა და ბავშვებს სამთო კურორტზე მასპინძლობა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ გაუწია. მან სტუმრებს კურსის მიმდინარეობა გააცნო და სამხედროების მიერ შესწავლილი სამთო უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერად სამთო კურსს თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები გადიან. საჩვენებელი სრიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელი უცხოელ სამხედროებს გაესაუბრა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. „ბაკურიანში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წვრთნები მიმდინარეობს. საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია. წელს სკოლას 10 წელი უსრულდება. მთელი წლის განმავლობაში გვსურს, სკოლაში ღონისძიებები გაიმართოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ სკოლისა და იმ წარმატებების შესახებ, რაც ამ ბიჭებს აქვთ. სიხარული მივანიჭეთ სხვებსაც. დღევანდელი დღის ამოცანაც ეს იყო. ბავშვები, რომლებთანაც თავდაცვის სამინისტრო მეგობრობს, ბაკურიანში ამოვიყვანეთ და მათ ჩვენ სამხედროებთან ერთად ლამაზი დღე ვაჩუქეთ,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დღეს პირობა შეუსრულა და ბაკურიანში მათთან ერთად სამხედროების სწავლებას დაესწრო. მაიორმა ივანე ცხადაძემ პატარები 2100 მეტრის სიმაღლეზე „დიდველის“ სათხილამურო ტრასაზე გონდოლებით აიყვანა. პატარებმა თოვლში ითამაშეს, ბურანით ისეირნეს და სამხედროებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ბაკურიანში სტუმრობა ბავშვებმა თავდაცვის მინისტრთან და ჯარისკაცებთან ერთად სადილობით დაასრულეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)