|
2025-02-28 11:54:29, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინას, 27 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 208 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 204-მა მათგანმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 107 დრონი ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის ოლქებში ჩამოაგდეს. ამასთან, 97 დრონი ლოკალურად უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა. თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები. გავრცელებული ინფორმაციით, დრონები რუსეთის ქალაქებიდან : ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)