|
2025-02-27 15:27:26, 3193 ნახვა
კომენტარი
ვასო ურუშაძე - ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ
“ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ. მილიარდობით ლარი იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მშენებლობა, მოვლა, შეკეთება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს ყოველწლიურად. კერძო კომპანიებთან რომლებთანაც თანამშრომლობთ, ბიუჯეტიდან ურიცხავთ ასობით მილიონ ლარს, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და კორუფციაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, არამედ კონტრაქტით დააკისროატ ვალდებულობა საავტომობილო გზების მოვლა და მოწესრიგება მთელი წლის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს თოვლისგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდასაც. ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით, თუ იქნება მათ აღჭურვილობაში სპეციალური აგრეგატები. დასუფთავების ავტოსატრანსპორტო საშუალებაც შეიძლება გარდაიქმნას თოვლის გამწმენდ საშუალებად, სპეციალური აგრეგატებით აღჭურვის შემთხვევაში, როგორც ეს ხდება განვითარებულ სახელმწიფოებში.” - წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)