15:55 - 13 Aug, 2026
|
2025-02-26 10:17:41, 1209 ნახვა
ომი უკრაინაში
მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე იერიში მიიტანეს 26 თებერვალსაც. არის მსხვერპლი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. დაღუპულის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ბუჩის რაიონში დაზიანებულია ათამდე კერძო და მრავალბინიანი სახლი. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი მოხვდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინას, ამიტომ არავინ დაღუპულა. დაზიანებულია სხვა სართულიც. დაშავდა ორი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)