|
2025-02-19 15:18:12, 1284 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის არმიის სარდლობა - უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ბრიტანეთს შეუძლია საჰაერო პატრულირება იკისროს
ბრიტანეთის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ იგი "სრულიად მზადაა" მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მისიაში უკრაინაში, თუ ბრიტანეთის მთავრობა ამას გადაწყვეტს. ამის შესახებ BBC კონკრეტული ქვედანაყოფების მეთაურებზე და შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობითიუწყება. ბრიტანეთის სწრაფი რეაგირების ძალების დაახლოებით 2500 ბრიტანელი ჯარისკაცი ამჟამად მონაწილეობს რუმინეთში ნატოს წვრთნებში, რომლებიც ტარდება უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში. ბრიგადის მეთაურმა ენდი უოტსონმა, რომელიც წვრთნებზე ბრიტანეთის ჯარს მეთაურობს, უთხრა BBC-ს, რომ მისი ბრიგადა "სრულად მზად არის" უკრაინაში განლაგებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სხვა ქვეყნებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ბრიტანეთი უკრაინაში ჯარს დამოუკიდებლად არ გაგზავნის. უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა - როგორც უსაფრთხოების გარანტია ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის დადების შემდეგ - ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა.
როგორც გაზეთი წერს, სახმელეთო ჯარების გაგზავნის ნაცვლად, ბრიტანეთს შეეძლო ეკისრა უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირება Typhoons-ის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით - ისევე, როგორც ისინი ამჟამად ახორციელებენ ბალტიის ქვეყნებში.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)