|
2025-02-17 23:00:42, 1120 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპა უკრაინაში მოსკოვის შესაკავებლად 30 000-მდე ჯარისკაცის განლაგებას განიხილავს - Washington Post
ევროპა უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 30 000-მდე ჯარისკაცის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს, წერს გავლენიანი ამერიკული გაზეთი Washington Post -ი ამის შესახებ გამოცემას ევროპელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს და კომენტარი გააკეთეს იმ კითხვების შედეგებზე რომლებიც აშშ-მ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს. ბოლო დისკუსიების თანახმად, ევროპას შეუძლია განათავსოს რამდენიმე ბრიგადა 25,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცით, რათა იმოქმედონ როგორც „დამშვიდების“ ან „შემაკავებელი“ ძალები, თუ რუსული ჯარები განაახლებს ბრძოლას. ამავდროულად, სამხედროები არ იქნებიან კონტაქტის ხაზზე, მაგრამ შეძლებენ სწრაფად გაზარდონ თავიანთი ძალები უკრაინის ფარგლებს გარეთ. WP-ის ცნობით, საფრანგეთი მზად არის უკრაინაში 10 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სტარმერმა პირობა დადო, რომ გამოგზავნის ჯარებს "საჭიროების შემთხვევაში", რაც უნდა აიძულოს სხვა ევროპელი ლიდერები დადონ მსგავსი დაპირებები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, დისკუსიაში სულ მცირე ათეული ქვეყანაა ჩართული, მათ შორის პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ასევე სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები აღდგომამდე, 20 აპრილამდე დასრულდეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)