|
2016-03-01 18:04:09, 946 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრში კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა, მსგვასი შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა: „რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება დინამიურად და ჩვენ ერთი მხრივ, გვინდა, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს, მეორე მხრივ, მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საექსპერტო დონეზე. ამიტომ, ეს ურთიერთგაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ სად რა ხდება, რომელ დარბაზებში რაზეა საუბარი და გზავნილები, მოთხოვნები ყველას ჰქონდეს ერთი. თუ ამოცანა გვაქვს ერთი, საქართველო რაც შეიძლება წარმატებული დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ჩემი აზრით, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა ვისაუბროთ, ერთი და იგივე მოთხოვნები უნდა გვქონდეს, ეს თანამშრომლობა არსებობს და რაც უფრო ინტენსიურ ფორმატში გადავა, უფრო სასურველია; ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი “, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. კონსენსუსის შენება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე - ასე განისაზღვრა კონფერენციის მიზანი - რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებთან ერთად და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტი ესწრებოდა. - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი: პროგრესი და პერსპექტები - ამ თემაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ისაუბრა. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, არსებითი პაკეტის განხორცილების პროცესში კარგი შედეგები და პროგრესი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, ვარშავის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვდგებით. კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საუბარს დაეთმო. მერე თემატურ სესიაში კონფერენციის მონაწილეებმა ვარშავის სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)