21:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 21:32:22, 375 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი - ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს,- ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სპიკერი სერსტინ გამელინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

გერმანიის პრეზიდენტმა, შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო.

„საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის", - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics