|
2016-02-29 16:28:27, 6783 ნახვა
კომენტარი
„რატომ ვიღებთ უცხოეთიდან რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს?!“ - ვასაძემ სხდომა დატოვა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის სხდომა დატოვა. სხდომაზე საჯარო სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" დანერგვის შესახებ მსჯელობენ. ბიზნესმენმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ ახალი საგნის სწავლება სკოლებში არ დაუშვან, რადგან მას მიაჩნია, რომ საგანი საფრთხისშემცველია. ვასაძე დარწმუნებულია, რომ ახალ საგანს მომავალი თაობის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ჩვენ ამ დარბაზში მორიგი ფსევდო საგნის "მე და საზოგადოების" განხილვაზე კი არ უნდა ვხარჯავდეთ დროს, არამედ ვგეგმავდეთ, როგორ ამოვწმინდოთ ჩვენი ისედაც უკვე დაბინძურებული სასკოლო ბადე ამ ნაგვისგან. რატომ ვიღებთ უცხოეთიდან შემოსულ რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს?“, - განაცხადა ლევან ვასაძემ. ცნობისთვის, ბიზნესმენის მსგავსად, განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ შენიშვნები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)