12:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 16:32:34, 540 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

მოვიტანეთ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, სადაც ჩვენ ვითხოვთ სიის ჩახსნას, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ამ პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

„მოვიტანეთ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, კანონით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩევნი განცხადების. 3 დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილემ, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და შემდგომ ყველა ნაბიჯს და ყველა კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება“,-  განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics