19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 09:59:57, 784 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გაემგზავრა.

უწყების ინფორმაციით, მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და  Tap-ის პროექტებს,  სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალს გახსნის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მინისტერიალში ასევე  მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი. 

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან,აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.

მინისტერლიალი ერთ დღიანია და ვიცე-პრემიერი/ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში 29 თებერვალს დაბრუნდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics