17:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 14:45:45, 462 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 1 000 დღეა, რაც უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად - ეს ბრძოლა დავიწყებული არასდროს იქნება [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 000 დღის გასვლასთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი ბრძოლა დავიწყებული არასდროს იქნება.

„1  000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.

თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს, საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან.

თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასდროს იქნება დავიწყებული. და შეიძლება, დამთხვევაა (მაგრამ რა თქმა უნდა, არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics