17:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 22:27:26, 492 ნახვა

პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ყველა სახის გაყალბებას

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“.  - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის ასლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. ამაზე ევროპული პასუხი გვჭირდება“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics