16:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 18:16:26, 1533 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება.

როგორც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ იყო, თუმცა მან პეტრიაშვილის მდგომარეობა მოიკითხა.

„ბუნებრივია ეს არის იყო უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, მაგრამ ბატონი ალექსი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ახლო ადამიანია, მოვიკითხეთ. ეს საქმე დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში გაიხსნება“, - განაცხადა პრეიზდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - გაზრდილია თუ არა ქვეყანაში კრიმინალი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უნდა იმუშაოს, რომ ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს.

„ერთი დანაშაულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, განზოგადებას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,  გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics