|
2024-11-05 16:24:01, 381 ნახვა
პოლიტიკა
შარმანაშვილი - ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა - დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება. „20 საათსა და 58 წუთზე „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის. 21 საათსა და 11 წუთზე „საზოგადოებრივ არხს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა იგივე და თქვა, რომ რა გამბედავია ეს მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ასახელებს გადაწყვეტილების შინაარსს. 22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი არ იყო ეს და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)