06:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 13:36:10, 413 ნახვა

პოლიტიკა
ირანის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ფეზეშქიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის კეთილდღეობის და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი გახდება.

"მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics