|
2024-10-28 17:11:00, 331 ნახვა
პოლიტიკა
მეტრეველი - არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - განცხადებები, რაც ოპოზიციიდან კეთდება, მოსალოდნელი იყო
მინდა საზოგადოებას მივულოცო ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების დღესაც მთლიანობაში იყო სიმშვიდე და ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დარღვევებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა. მისივე განცხადებით, „წინასაარჩევნო პერიოდიც უპრეცედენტოდ მშვიდი იყო და როდესაც საუბარია დასკვნაზე, თვითონ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ახსენეს ასეთი ფრაზა, არჩეულ ხელისუფლებასთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას. ეს უკვე თავისთავად გასაგებია, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“. მეტრეველმა ასევე, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეკრებაზე და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა ოპოზიციის განცხადებები მოულოდნელი არ არის და ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო დავალება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ასრულებს. „ის განცხადებები, რაც ოპოზიციიდან კეთდება, სრულიად მოსალოდნელი იყო. რამდენიმე თვის უკან ვპროგნოზირებდი ასევე, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს არ აღიარებდა და ვნახეთ შეკრებილი, აბსოლუტურად უპრინციპო ხალხის ერთობა სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ის არაფრით აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საბოლოოდ მოხდა მისი ლუსტრაცია. კომიკურია ერთი ფაქტი, რომ მის გვერდზე უმეტესობა ის ხალხი იდგა, ვინც მის ლეგიტიმურობას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო გაფართხალება, ბოლო დავალება, რომელსაც ის ასრულებს, თუმცა როგორც 2020 წელს დასრულდა ეს პროცესი უშედეგოდ, ზუსტად ასევე დასრულდება. ყველა ინსტიტუცია მუშაობს და არავინ ამ ქვეყანაში არავითარი ვარდების რევოლუციის გამეორებას არ დაუშვებს, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით ოპოზიციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)