|
2024-10-26 11:52:33, 351 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - მოვუწოდებ გიორგი კალანდარიშვილს, რომ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი [ვიდეო]
მოვუწოდებ ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “საარჩევნო უბნებზე როგორც სისტემური, ისე ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები გამოიკვეთა. “სისტემურ დარღვევებს ადგილი აქვს ბიულეტენების გაცემის პროცესში, ხდება ორ-ორი ბიულეტენის გაცემა. კომისიის წევრების კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შემთხვევით უმნიშვნელო დარღვევა იყო, არ და ვერ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა. ქუთაისის მე-11 და მე-7 უბნებზე, გორის მე-80 უბანზე, დედოფლის წყაროს მე-2 უბანსა და მთაწმნიდის 31-ე უბანზე ორ-ორი ბიულეტენების გაცემის ფაქტი გამოიკვეთა. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, როდესაც მათ რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას“,- განაცხადა კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)