|
2024-10-25 13:56:49, 367 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი ჩხრეკებზე - სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვს, რომ მათ ხმას პატივს სცემდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი The Hill-თან ინტერვიუში "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებას გამოეხმაურა. როგორც შაჰინმა აღნიშნა, "ამ სპეცოპერაციამ" დასავლეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია "საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები". "საქართველოს მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, რომ მათი ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ - ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპია. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს, მათ შეისწავლის და სერიოზულად მოეკიდება ",- განაცხადა შაჰინმა. შეგახსენებთ, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა გუშინ, 24 ოქტომბერს ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)