|
2016-02-25 23:31:39, 1912 ნახვა
სხვადასხვა
"თიბისი ბანკის" წამოწყებით პროექტი #წერექართულად ქართული ფონტების შექმნაზე მუშაობს
ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი „ქართული ა“, ლექსიკონების გაციფრულება, Microsoft-ის სათარგმნი პლატფორმა და ლექსიკოგრაფიის კონგრესი - მიმდინარე ინიციატივების გასაცნობად პროექტი #წერექართულად მედიას და დაინტერესებულ საზოგადოებას ტექნოპარკმა უმასპინძლა. TBC-ი ბანკის წამოწყებას, რომელიც უკვე მე-6 თვეა წარმატებით მიმდინარეობს, ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდა. დღეს უკვე პროექტის #წერექართულად პარტნიორები არიან ჯეოლაბი, Microsoft, ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრი და დიზაინერი ზვიად ციკოლია. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორიამ ჯეოლაბი, „თიბისი ბანკისა“ და კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ფონტების ინჟინერიის კურსები დაიწყო. იმისათვის, რომ შეიქმნას ქართული ფონტები კომპიუტერებისა და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისთვის, საკმარისი არ არის კარგი დიზაინი, საჭიროა ინჟინრული მიდგომა, რაც შრიფტს მანქანურ ენაზე მოარგებს და სტანდარტებს სეუსაბამებს. კურსისთვის 25 ადამიანი შეირჩა, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან 2 თვის განმავლობაში ფონტების ინჟინერიას შეისწავლიან. მეორე პროექტი, რომელიც ასევე ქართულ ფონტებს ეხება, დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერტად ხორციელდება. სრიფტების კონკურსში „ქართული ა“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს საკუთარი დიზაინით შექმნილი ქართული შრიფტი. შემმოსულ განაცხადებს კონკურსის ჟიური განიხილავს და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსანტების ნამუშევრები ინტერნეტშიც განტავსდება, რათა ყველას შეეძლოს მისთვის სასურველი შრიფტისთვის ხმის მიცემა. პროექტის დასასრულისთვის 16 ფონტი გაციფრუდება, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ელექტრნოულ მოწყობილობაში. პროექტს ასევე შემოუერთდნენ ეროვნული ბიბლიოთეკა და თსუ-ს ლექსიკოგრაფიის ცენტრი. აროვნულ ბიბლიოტეკაში უკვე დაიწყო ყველაზე სრულყოფილი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც რამდენიმე თვეში სრულიად უფასოდ განთავსდება ინტერნეტში. ხოლო ლექსიკოგრაფიის ცენტრს #წერექართულად ინიციატივის გასაგრძელებლადრამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ლექსიკოგრაფიის კონგრესი, ლექსიკოგრაფიის კონკურსი სკოლებში და ქარული საბანკო ტერმინოლოგიის გამართვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მაიკროსოფტთან ერთად ხორციელდება. Bing Translation Project-ის მტავარი მიზანია შეიქმნას ქართულ-ინგლისური პარალელური სათარგმნი ბაზა, რომელიც რეალურად ნიშნავს თარგმანს სხვა უცხოურ ენებზეც. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 7 მილიონი ქართული წინადადების სრულყოფილი თარგმანი განხორციელდება ინგლისურად, რისთვისაც ელექტრონული წიგნის სახლი "საბას" ბაზა იქნება გამოყენებული. უკვე ნათარგმნი წინადადებების ბაზა კი Microsoft Machine Learning API-თან ინტეგრირდება, რათა შემდგომ პროგრამამ ტავად შეძლოს ნებისმიერი ქართული წინადადების სწორად თარგმნაა. #წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გაოყყენებაში და ენა ბარბარიზმებისგან გათავისუფლდეს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)