18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:35:44, 741 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: მაღალმთიან დასახლებაში ვაჭრობის ობიექტებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება, ვინაიდან პროდუქცია ადგილზე არ იქმნება და ის უკვე დაბეგრილია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, მაღალმთიან დასახლებაში ვაჭრობის ობიექტებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება, ვინაიდან  პროდუქცია ადგილზე არ იქმნება და ის უკვე დაბეგრილია.

 „ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად ვაჭრობის ობიექტების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე,  იქ შექმნილი პროდუქცია არ არის, ამიტომ ისინი თავისთავად უკვე დაბეგრილია და ა.შ. ეს ძალიან კომლპექსური თემაა, ადმინისტრირებაც არ უნდა იყოს ძალიან ძვირი და ამან არ უნდა გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ის რომ დასაქმებული ადამიანები არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, იქ დასაქმებული ადამიანები დანამატებს მიიღებენ  და იქ მცხოვრებნი გარკვეული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ, იქ იქნება ახალი საწარმოების შექმნის შესაძლებლობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics