|
2024-10-16 13:36:34, 535 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა
საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღეს. ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) ამერიკის შეერთებული და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, გაეწვია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანისთვის OGP-ის წევრობის შეწყვეტაზე საუბრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)