16:08 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:30:24, 1535 ნახვა

კომენტარი
ზაქარეიშვილი: მსოფლიოდან არასაკამრისმა რეაქციებმა და წინა ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ, ოკუპაციის კონტექსტი უფრო გაამძაფრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარფეიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს გამოეხმაურა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაცია, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო,  კვლავ გრძელდება. სახელმწიფო მინისტრმა დაღუპული ქართველი გმირებიც გაიხსენა.

„დღეს არის ოკუპაციის დღე. ეს არის აქტუალური საქართველოსთვის. ოკუპაცია-ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თემა, ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, 25 თებერვალს დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეებში საზოგადოებას და მსოფლიო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ ის პრობლემები,  რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს. სწორედ იმ რეაქციებმა, რაც არ იყო საკმარისი მაშინ მსოფლიოდან და  იმდოინდელი ხელისუფლების  არასწორმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ დღეს კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპაციის კონტექსტი და ყველას პირველ რიგში კი მსოფლიო თანამეგობრობას მინდა შევახსენო, რომ ნამდვილად ოკუპაციის თემა  ეს არის 21-ე საუკუნის  გამოწვევა, არ დარჩენილა მე-20 საუკუნეში. 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ქართველი ბიჭები შეეწირნენ( წინასწარ იყო ცნობილი, როგორ დასრულდება ის ყველაფერი) საქმეს,  რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics