14:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:44:41, 311 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსული აქცენტით მოსაუბრე პოლიტიკოსები კრემლზე ნუ გველაპარაკებიან

იმ ხალხისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, შეუძლებელია კარგი მოისმინო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ “სასაცილოა, როდესაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველებს ესაუბრება კრემლზე და რუსულ გავლენებზე ის ხალხი, რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს“.

“ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, მისგან კარგი როგორ უნდა მოვისმინოთ?! მთელი პარადოქსი და ირონია ისა არის, რომ ქართველი ხალხი გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმენდა კრემლზე საუბარს თუ დაბრალებას ხალხისგან, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობდა იქიდან და რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს. აი ეს ხალხი რუსული აქცენტით, გორბაჩოვის პერესტროიკის დროს პოლიტიკაში შემოსული ხალხი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ, ქართველებს რომ გვესაუბრება კრემლზე, რუსულ გავლენებზე ეს უბრალოდ სასაცილოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics