01:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 16:53:26, 370 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თალაკვაძესთან, ოდიშარიასა და წილოსანთან, რომლებიც საარჩევნო სიაში არ არიან, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ, აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მათ შორის არჩილ თალაკვაძესთან, ხატია წილოსანსა და ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს.

"გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ის პროფესიონალი კადრია და ეს ყველამ იცით. მასთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები და სანამ შეთანხმება არ მოხდება, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს კონკრეტულ მიმართულებაზე კონსულტაციები. მაგალითად, ხატია წილოსანი, რომლის მიმართაც პრემიერის მხრიდან იყო შეთავაზება დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე.

ელგუჯა გოცირიძემ თავად თქვა, რომ მას ურჩევნია დაბრუნდეს ბიზნესში და სრულფასოვნად ჩაერთოს. დანარჩენებთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებებით აღმასრულებელ სფეროში. შესაბამისად, ისინი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობას, რის შემდეგაც აღმასრულებელ ორგანოებში გადაინაცვლებენ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" 170-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics