|
2016-02-18 18:56:17, 799 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია
თავდაცვის მინისტრი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია. თინათინ ხიდაშელი აბიტურიენტებს შეხვდა და მათ გამოფენაზე წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იცოდნენ, რა არჩევანი აქვთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ამგვარი საუნივერსიტეტო ბაზრები. ჩვენ ეროვნული თავდაცვის აკადემიით წარვსდექით დღევანდელ ღონისძიებაზე და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის, საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდები უნდა მივიდნენ მაღალი ენთუზიაზმით და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას კარგი განათლებით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უმაღლეს სამხედრო დაწესებულებაში სწავლის სურვილი ბევრ გოგონას აქვს. აკადემიაში ჩარიცხვის წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების შეკითხვებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტებს დამატებითი ინფორმაცია ბროშურების სახითაც მიაწოდეს. „მოგვეცა საშუალება, უშუალოდ გავსაუბრებოდით აბიტურიენტებს და ამომწურავად გვეპასუხა მათი შეკითხვებისთვის. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე საუბარი“,- განაცხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ. საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)