23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 14:20:33, 352 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით,   აბსოლუტური წინსვლა  გვაქვს ყველაფერში, - ამის შესახებ თბილისის მერმა,  კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს,  რომლის მიხედვითაც  საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული. 

 "ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, იმ პრაგმატული პოლიტიკით რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი, თითქოს, არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი, ვითომ,  დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგებია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რასაც დასავლეთში უკვე ვერ უარყოფენ. ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics