23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 14:31:39, 312 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია

ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე "TV პირველის" შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია. 

"თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა ჩემი დეკლარაციები და არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ასახული. ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია,  ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics