01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 12:10:05, 459 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა და მის არჩევას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც გენერალურ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. 

„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

მანვე მოხსენების შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე არის გენერალური პროკურორის მოადგილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics