06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 21:49:55, 577 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად მუშაობს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა", - განაცხადა დარჩიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics