07:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 15:58:47, 449 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია „ღირსეული პარტნიორის“ გადადებაზე - „ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია

"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია,- ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ სამხედრო წვრთნის - "ღირსეული პარტნიორი" გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვარამიამ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, ეს "ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა".

"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მით უმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატოს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი. ამიტომ, საქართველო, როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა",- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics