08:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 14:19:07, 516 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს - სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, ვისაც არ აქვთ და მეორე ეს არის ფინანსური

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე - კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.

ცისკარიშვილის თქმით, "იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს რუსული მარწუხებისგან, 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება გასაკეთებელი".

"სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე - კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და სხვა "ოცნების" მაღალჩინოსნების, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები - ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს. 

ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, "ქართული ოცნებისგან" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან",- ამბობს ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე მივიღეთ ზომები - ამ მიმართულებით უფრო მეტს ნახავთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics