13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 19:44:31, 412 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

ქალაქ ვილნიუსში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში წევრად მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიღების ცერემონიალი ვილნიუსში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი  ეველინა დობროვოლსკა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტი მარიუს სტრაკაიტისი და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ლიონელ გალიესი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, ასევე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები ეთერ გზირიშვილი და რომან კოსტანიანი, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თეონა წინწალაშვილი.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში ქვეყნის გაწევრება სანოტარო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია და საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, საბჭოში გაწევრების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს მუშაობაში", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics