|
2024-06-06 15:21:22, 775 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სპიკერების საჯარო ლექციებს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველ საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმში 9 ივნისს გაიმართება, ტრენერი პაატა პაპავა ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სექტორის წარმომადგენლებს ის თვითშეფასებასა და თვითმოტივაციაზე ესაუბრება. "შემდეგი საჯარო ლექცია 23 ივნისი დაგეგმილი და მას ნანა აბურჯანიძე წარუძღვება. ის სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ტურისტული პროდუქტების გაყიდვებს, არსებულ გამოწვევებს, კომუნიკაციის ძალას, ონლაინ გაყიდვებს, ბაზარსა და კონკურენციაზე წაუკითხავს ლექციას. მესამე საჯარო ლექციას კი 29 ივნისს ნათია გოცაძე ჩაატარებს. მისი მთავარი თემა „ქალაქი, როგორც ბრენდი“ იქნება. საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა. სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები. საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)