|
2024-05-27 01:21:09, 431 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკინი - 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ
"შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი".- "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის, დემოკრატიის გაძლიერებისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით საქართველოს ძალისხმევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ. ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის საქართველოს ისტორიული მიღწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კუთხით. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით. ამ დღეს, როცა ქართველები ყველგან ზეიმობენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის ხალხს ასე ძალიან სურს და რომელსაც იმსახურებს." - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)